არა ბულინგს



                





    


 

  ტერმინი “ბულინგი" ინგლისური სიტყვაა და ქართულად ჩაგვრას/აბუჩად აგდებას ნიშნავს. ეს არის არასასურველი, აგრესიული სახის ქცევა, რომელიც უმეტესად ვლინდება სკოლის ასაკის ბავშვებში. ის შეიძლება დაიწყოს, როგორც სკოლის ასაკიდან ასევე უფრო ადრეულ ასაკშიც.
    „ბულინგი“ აქტუალური პრობლემაა როგორც მთელ მსოფლიოში, ისევე საქართველოშიც. ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმაა, რომელიც მოზარდ თანატოლთა შორის არის გავრცელებული და ერთი მხარის მიერ მეორის დაჩაგვრასა და დაცინვაში გამოიხატება. ის ბავშვის ფსიქოლოგიაზე ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენს. ბულინგის შედეგები თავდაპირველად უშუალოდ თვითშეფასებას უკავშირდება.

ბულინგი, იგივე ჩაგვრა, საზოგადოების კიდევ ერთი დიდი პრობლემაა. ის ყოველ დროში იყო და სხვადასხვა ფორმებით ვლინდებოდა.ეს არის ნეგატიური,აგრესიული სოციალური მოვლენაა,. როგორც სპეციალისტები ამბობენ ძირითადად ბავშთა კოლექტიურ ჯგუფებში ვლინდება, მაგალითად სკოლაში, კოლეჯში, ბანაკში.

ბულინგისთვის დამახასიათებელია ,,ლიდერი-გარიყულის“  როლები. რა ასაკიდან, საიდან იწყება ის ურთიერთობა, რომელიც ბულინგის სახეს ატარებს?

ალბათ იქიდან როცა იწყება მოზარდთა სოციალიზაციის პროცესი, ეს კი სასკოლო ასაკზე გაცილებით ადრე ხდება.

სახვაზე ზეგავლენის მოპოვების სურვილი-აი, რა არის ბულინგის საფუძველი. ის შეიძლება გამოვლინდეს როგორც ფიზიკური ჩაგვრის, ისე ფსიქოლოგიური ზეწოლის სახით. ერთი მხარე სჩაგრავს, სცემს დასცინის, აბუჩად იგდებს მეორეს და ცდილობს დაამციროს. ზოგჯერ დამამცირებელი შეძახილებითა და მეტსახელებით, ცემით, ხელის შეხებით , უხერხული ჟესტიკულაციით, მიმიკებით, მსხვერპლზე მის ირგვლივ არსებულ საზოგადოებაში არასასურველი ჭორების გავრცელებით ხდება ადამიანის მიზანმიმართული გარიყვა. ზოგჯერ , კი ჩაგვირის მიზნით სოციალურ ქსელებს და ინტერნეტ საშუალებებს ან სატელეფონო შტყობინებებსაც იყენებენ. ამას კიბერ საშუალებებით ბულინგი ანუ  კიბერბულინგი ჰქვია. ბულერი, ანი მჩაგვრელი მაბულინგებელ ქმედებებს მრავალჯერადად, ხანგრძლივი დროით იყენებს.

მსხვერპლი ფსიქოლოგიურად ნადგურდება,  მორალურად ეცემა, სუსტდება მისი თვითშეფასება, აღარ არის დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობაში, განიცდის სულიერ ტკივილს.მიუხედავად ყოველივე ამისა საზოგადოება ჩაგრულს ყოველთვის არ ექცევა თანაგრძნობით

ბულინგის სახეთა სორის (ფსიქოლოგიური, კიბერ ბულინგი და ვერბალური) ადილად შესამჩნევია ვერბალური ბულინგი (ნაცემი მსხვერპოლი, დაზიანებული მისი ნივთები)

ფსიქოლოგიური ბულინგის გამოაშკარავება კი ყველაზე რთულია, რადგან ამ დროს გარეგნული ნიშნები არ ჩნს, ხოლო მის შინაგან განცდებზე ჩაგრულს უჭირს საუბარი, ან არ საუბრობს

ვინ და რატომ შეიძლება გახდეს ბულერი?

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ამაში გადამწყვეტი როლი ენიჭება იმ არაჯანსაღ სოციალურ გარემოს, სადაც ის იზრდება (მოძალადე მშობლები/აგრესიული სამეგობრო წრე, ძალადობის შემცველი ფილმები)

რატომ შეიძლება აბულინგებდნენ?

ამის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება გახდეს: კონკურენცია, მიუღებლობა განსხვავებულის, მორჩილება, შურისძიება, ხასიათის თავისებურება...

ვინ შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი?

ეს შეიძლება იყოს ალბათ ნებისმიერი ჩვენგანი, თუმცა რისკ ჯგუფს მაინც ფიზიკური თუ ფსიქიკური მახასიათებლებით განსხვავებული ადამიანები წარმოადგენე. ისინი, ვინც არის ეთნიკური მიკუთვნებულობით,რწმენით, კანის ფერით განსხვავებული, ფიზიკური ან სხვა ნაკლის მქონე პირი.

როგორ ვებრძოლოთ ბულინგს?

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ბულინგის თავიდან აცილების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.




  ფსიქოლოგთა რჩევები მშობლებს:


1. დაეხმარეთ ბავშვს თავდაჯერებულობის გამომუშავებაში. ამისათვის ყოველმხრივ წაახალისეთ ბავშვის ნებისმიერი კლასგარეშე აქტივობა, მაგალითად, სპორტით, მუსიკით გატაცება, თეატრალურ წრეებში მონაწილეობა და სხვა საქმიანობები, რომლებიც მას მოსწონს. დადგენილია, რომ თავდაჯერებული ბავშვები იშვიათად იქცევიან თანატოლთა აგრესიის ობიექტებად.
2. ასწავლეთ ბავშვს საკუთარ თავში დარწმუნებულობის დემონსტრირება. მაგალითად, კონფლიქტურ სიტუაციაში მოხვედრისას მან თვალები კი არ უნდა დახაროს და მზერა აარიდოს, არამედ პირიქით, თვალის დაუხამხამებლად უნდა ჩახედოს აგრესორს თვალებში და წყნარად, მაგრამ დაბეჯითებით და გარკვევით უთხრას, ვთქვათ: “გაჩერდი! მე არ მომწონს, რასაც შენ აკეთებ”. შემდეგ კი ყურადღება არ მიაქციოს აგრესორის შესაძლო დაცინვებსა და უსიტყვოდ, ღირსეულად წავიდეს.
3. წაახალისეთ ბავშვის მიერ სხვა ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება. დადგენილია, რომ ბავშვები, რომლებიც განმარტოებას ამჯობინებენ, უფრო ხშირად ხდებიან აგრესიის მსხვერპლი. ურთიერთობის არეალის გაფართოების ყველაზე მარტივი გზაა ბავშვის ჩართვა სხვადასხვა წრეებში, სახლში სათამაშოდ ბავშვების სტუმრად მოწვევა. მეგობრული ურთიერთობები ამაღლებს საკუთარი ღირსების გრძნობას, საკუთარ თავსა და ქცევებში დარწმუნებულობას.
4. ურჩიეთ და ნება დართეთ ბავშვს მონაწილეობა მიიღოს ექსკურსიებში, ლაშქრობებში. ასეთი ღონისძიებების დროს აგრესიის საშიშროება მნიშვნელოვნად ნაკლებია, რადგან ბავშვები უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
5. ასწავლეთ ბავშვს სხეულის ენა. თანამოსაუბრისათვის თვალებში ცქერა, გამართული დგომა, მაღლა აწეული თავი, მოშვებული ხელები და მტკიცე ხმა – ძალზე ეფექტური იარაღია ბავშვი-აგრესორის წინააღმდეგ. მოახდინეთ ამ ხერხების დემონსტრირება და ასწავლეთ ისინი ბავშვს.
6. განიხილეთ ბულინგის პრობლემა სხვა მშობლებთან ერთად. სავსებით შესაძლებელია, რომ აგრესიის მსხვერპლი სხვა ბავშვებიც იყვნენ. თუ გაარკვევთ მათ ვინაობას, პრობლემა მათ მშობლებთან ერთად განიხილეთ.
7. აცნობეთ სკოლის ხელმძღვანელობას თქვენი შეშფოთება ბავშვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამ ქმედებებს ფსიქოლოგები განიხილავენ, როგორც უკიდურესს, მაგრამ ძალზე ეფექტურებს. შესაძლებელია მოითხოვოთ მოზრდილთა მხრიდან ბავშვებზე კონტროლის გაძლიერება შესვენებების დროს, დერეფნებსა და სკოლის მთელ ტერიტორიაზე. სპეციალისტთა მტკიცებით, მსგავსი ღონისძიებები ამცირებს ბულინგის ალბათობას ბავშვის სკოლაში ყოფნის პერიოდში.



   როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი შემჩნეულია აგრესიულ ქცევაში თანატოლების ან უმცროსი ასაკის ბავშვების მიმართ?


ამას ძალზე სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. ამგვარი ქცევა არ უნდა აღიქვათ, როგორც ბავშვური სიცელქე, რადგან დროული კორექციის არარსებობის შემთხვევაში ეს შეიძლება ცხოვრების სტილად იქცეს, ყველა აქედან გამომდინარე შედეგით. აგრესიული ქცევის შეცვლა სწორედ ბავშვობის ასაკში შეიძლება. გულახდილად დაელაპარაკეთ ბავშვს და შეეცადეთ გაარკვიოთ სიტუაცია, რომელმაც მოახდინა სხვა ბავშვების მიმართ აგრესიული ქცევის პროვოცირება. ზოგჯერ აგრესორებად მშობლისგან, სხვა ბავშვისგან, უფროსი და-ძმისგან ძალადობაგანცდილი ბავშვები გვევლინებიან, რომლებსაც თავიანთი წყენა სხვა ბავშვზე გადააქვთ.

                                  



     რჩევები უფროსებს:


1. გააგებინეთ ბავშვს, რომ თქვენ არავითარ შემთხვევაში არ მოითმენთ მის აგრესიულ ქცევას, მიუხედავად იმისა, თუ ვისზეა ის მიმართული. დააწესეთ სავსებით კონკრეტული და მკაცრი შეზღუდვები, რომლებსაც მიმართავთ ბულინგის გამეორების შემთხვევაში.
2. ასწავლეთ ბავშვს დასახული მიზნების მიღწევის კონსტრუქციული მეთოდები, ამა თუ იმ პრობლემის არაძალადობრივი გზით გადაჭრის წესები და ხერხები. დაამუშავეთ ამგვარი ხერხები თქვენსა და ბავშვს შორის ურთიერთობის მაგალითზე.
3. იყავით პოზიტიური ქცევის მაგალითი. თქვენზე დაკვირვებით, ბავშვი გარემომცველებისადმი კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას, გარემომცველთა პატივისცემას ისწავლის. შექმენით სიტუაციათა მოდელები, რომლებიც იმ სიტუაციათა მსგავსი იქნება, სადაც ბავშვმა აგრესია გამოავლინა. მოახდინეთ პრობლემის გადაჭრის და სასურველი მიზნის მიღწევის სხვა გზების დემონსტრირება, გარემომცველთა მიმართ მენტალური (მუქარა, შეურაცხყოფა) ან ფიზიკური ძალადობის გარეშე.
4. გააძლიერეთ კონტროლი ბავშვზე. იყავით მასთან ახლოს, როცა სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობს. წაახალისეთ მისი მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებში, თვითშემოქმედების წრეებში, სხვა კლასგარეშე საქმიანობებში. ამგვარი დატვირთვა ხელს შეუწყობს ბავშვის მოჭარბებული ენერგიის ცივილიზებული და სოციალურად უსაფრთხო გზით დახარჯვას და მნიშვნელოვნად შეამცირებს მის აგრესიულობას.
5. რთულ შემთხვევებში მიმართეთ ფსიქოლოგს. არსებობს სპეციალური მეთოდიკები, რომლებიც დაეხმარება ბავშვს მისი აგრესიული ქცევის მიზეზების გარკვევაში, აგრეთვე ამ პრობლემების მართვისა და რეგულირების სხვადასხვა ხერხის ათვისებაში.


                





No comments:

Post a Comment