ჩემი თვალით დანახული სამყარო


ქალი ხარ.... ანუ სტერეოტიპები ქალებზე




,,ფრთხილად საჭესთან ქალია“, ,,თმაგრძელი და ჭკუამოკლე“, ,,ქალივით ჭორაობ“ ,,ნუ ტირი ქალივით“-გესმის ირგვლივ და ხვდები, რომ XXI საუკუნის ქალს ისევ სჭირდება დაცვა. მისი გაძლიერებული დაცვისთვის ,,ადამიანთა უფლებებს“ ცალკე გამოეყო ,,ქალთა უფლებები“
არა და.... საჭესთან სქესს არ აქვს კავშირი, მთავარია მოძრაობის წესების ცოდნა, კარგი სმენა და მხედველობა, სიფრთხილე და ყურადღება. არც თმის დაგრძელების პროპორციულად მოკლდება ჭკუა, (მამაკაცებსაც ხომ აქვთ გრძელი თმა J )  ჭორაობა გადაჭარბებულ ინტერესს,ზოგჯერ დროის ტარებას და საკუთარი ფანტაზიით ინფორმაციის გაზვიადებას უკავშირდება და ორივე სქესს ახასიათებს, ტირილი-კი ემოციური ცრემლდენაა, ცრემლიც და ემოციაც კაცებსაც გაჩნიათ.
რეალურად, ქალი - ეს მდედრობითი სქესის ადამიანია, სქესი არ განსაზღვრავს მის ინტელექტს, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცებს ჩამორჩებიან ზოგჯერ ფიზიკური სიძლიერით, უფლებრივად ქალი და მამაკაცი თანასწორუფლებიანია.

მსოფლიო ისტორიას ახსოვს უამრავი გამომგონებელი ქალი, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო!



 


 ოდითგანვე თანასწორად ...


                                                   თანასწორობა და ღირსება

 


თანასწორობა გულისხმობს კანონის წინაშე თანაბარუფლებიანობას. კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია. ჰანა არენდტი განასხვავებს თანასწორობის ანტიკურ და მოდერნულ მნიშვნელობას. ანტიკურ ეპოქაში ადამიანები უთანასწორო იყვნენ ბუნებით, მაგრამ კანონი ანიჭებდა მათ თანასწორობას, მოდერნულ ეპოქაში კი პირიქით ვიბადებით თანასწორნი,მაგრამ პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა და საზოგადოება აყენებს მათ უთანასწორო პირობებში.

  ამ მხრივ, საქართველო შემიძლია მოდერნულ ქვეყანას შევადარო.ჩვენ ვიბადებით კანონის წინაშე თანასწორი, მაგრამ საზოგადოება, ადამიანები რომლებიც შედარებით ადრე ცხოვრობდნენ და რომლებიც ანტიკური საზოგადოების სტანდარტებზე არიან გაზრდილები, გვაყენებენ უთანასწორო პირობებში.

  ადამიანის უფლებების დარღვევისას, ან მის უთანასწორო პირობებში მოქცევისას, ილახება მისი ღირსება. ღირსება ადამიანში ყველაფერზე მაღლა დგას. ზოგადად ის არსებობს ორი სახის-ადამიანური და პირადი. ეს ორი სახე, საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან.

  პირადი ღირსება განისაზღვრება ჩვენი კეთილშობილური საქციელით, მიიღწევა კეთილი საქმეებით და ილახება უღირსი საქციელით. ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს პიროვნულ ღირსებაზე. მის ჭეშმარიტებას შეიძლება ჩვენს გარდა ვერავინ ხედავდეს.

   ადამიანური ღირსება პირადისგან განსხვავებით არ განისაზღვრება ერთი ადამიანის პიროვნებით. ის მთლიანი კაცობრიობის ბუნებიდან გამომდინარეობს და ყველას ერთნაირად აქვს მომადლებული, არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი კრიმინალია თუ პატიოსნად მშრომელი ადამიანი, მათი ადამიანური ღირსება ერთი და იგივეა პირადისგან განსხვავებით.


რასიზმი-ყველა დროის დაუსრულებელი პრობლემა
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ადამიანები დღესაც ცდილობენ სხვის ჩაგვრას კანის და თვალის ფერის, სახის და თავის ქალის მოყვანილობის თუ სხვა ფიზიკური მახასიათებლების საფუძველზე.
 
ფრთხილად-ეს რასიზმია!
მსხვილი ტუჩები, ხვეული შავი თმა, კანის შავი ფერი ერთ დროს ,,დაბალ“ რასას მიაკუთვნეს ,,მაღალი“ რასა კი გამუდმებით ავიწროებდა მათ.დღეს ხმამაღლა ,,რასების სიმაღლეზე“ აღარ ლაპარაკობენ, მაგრამ ჩაგვრა გრძელდება.ამას ადასტურებს Sonja B. Starr & M. Marit Rehaviკვლევებიც,(https://www.yalelawjournal.org/article/mandatory-sentencing-and-racial-disparity-assessing-the-role-of-prosecutors-and-the-effects-of-booker)სადაც ნათქვამია,რომ ერთნაირი სიმძიმის დანაშაულისთვის შავკანიანები უფრო მეტად ისჯებიან, ვიდრე თეთრკანიანები.
სინამდვილეში დღეს, ადამიანთა დყოფა რასების მიხედვით მეცნიერულად უარყოფილია, ,,რასა” თავისი მნიშვნელობით , აღარ ითვლება ეთიკურად. კანის ფერით, ან წარმოშობით არ შეიძლება განისაზღვრებოდეს კონკრეტული ადამიანის ინტელექტი, გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობები.
არ არსებობს არანაირი ,,მაღალი „ და ,,დაბალი“ რასა.
ადამიანის უფლებები არ ისაზღვრება კანის, თვალის და თმის ფერით, არც სხეულის ფორმებით
კანონის წინაშე ყველა თანასწორია!!!
რასიზმთან ბრძოლა ადამინის უფლებების საფუძვლიანი ცოდნით იწყება. რასიზმთან საბრძოლველად ამერიკაში დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია #BlackLivesMatter.
ეს კამპანია  მიზნად ისახავს რასიზმის პრევენციასაც. 



,,საბოლოო ჯამში მხოლოდ ერთი რასა არსებობს - კაცობრიობა" - ჯორჯ მური







ნაადრევი ქორწინების დაღი


ერთი შეხედვით სიტყვა ,,ქორწინებაში“ თითქოს არაფერია ცუდი.დიახ, ქორწინება  პოზიტიური სოციალური ურთიერთობაა, თუ იგი ყველა კანონის დაცვით ხდება, მაგრამ სულ სხვა საქმეა 18 წელს მიუღწეველის ქორწინება, ნაადრევს რომ უწოდებენ.
რადიკალურად შეცვლილი ყოფა , ახალი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები , რომლისთვისაც ჯერ უასაკო ხარ, მოულოდნელად დაგატყდა თავზე თავისი სირთულეებით.შორს დარჩენილი ბავშვობის უდარდელი დღეები, შენ შეცდომებს მოგებებული მშობლების თბილღიმილნარევი დარიგება წარსულს რჩება. მოულოდნელი ,,ნახტომით“  გამოტოვე ცხოვრებასთან შესაჭიდებლად მოსამზადებელი ეტაპი და უცებ აღმოჩნდი შუაგულ ქარტეხილში, სადაც შეცდომები ძვირად ფასობს. აქ ბავშვი კი არა-ზრდასრული გქვია, გულუბრყვილობით ვეღარ შეინიღბები და ამიტომ ამ ყველაფერს რომ თავი გაართვა, შენს განათლებას, მომავალს და ზოგჯერ ფიზიკურ ჯანმრთელობასაც სწირავ მსხვერპლად.
ინგრევა ოცნებები, გავიწყდება მიზნები და ფრთამოტეხილი მიჰყვები ცხოვრების დინებას.




უარი თქვი ნაადრევ ქორწინებაზე!


განათლება უზრუნველყოფს სამომავლო მიზნების შესრულებას!


განათლება  და ღირსეული მომავალი შენი უფლებაა!


არ დათმო იგი!



ნუ წაართმევ საკუთარ თავს ბავშვობას!

No comments:

Post a Comment