დაგმე ძალადობა



 ძალადობა და მისი გამოვლინება 



ჯახური ძალადობა ეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის კონსტიტუციური უფლების და თავისუფლების შელახვა-დარღვევაა 

ინ ითვლება ოჯახის წევრად? Ქართულ რეალობაში ოჯახის წევრი მშობლებისშვილების , ბებია-ბაბუის გარდა შეიძლება იყოს დედობილ-მამობილი,რძალისიძე ნაშვილები ან მინდობით აღსაზრდელიმეუღლის მშობლებითავად მეუღლე , დედმამიშვილები,მეურვე,მზრუნველიარარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი მშობლებიასევე ის პირებირომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას 

ალადობის ფორმები შეიძლება გამოვლინდეს :  

იზიკურადცემა,ან ისეთი ქმედებარომელიც ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას იწვევსთავისუფლების უკანონოდ აღკვეთა.ჯანმრთელობის დაზიანება. Სიკვდილი  

სიქოლოგიურადადამიანის ღირსების შელახვადამცირებამუქარა,შანტაჟი  

ექსუალურად:სექსუალური კავშირი ძალადობით ან გარყვნილი ქმედება  

კონომიკურად:თანასაკუთრებით ან ქონების სხვა სახით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 

ძულება:მისთვის არასასურველი ქმედების იძულებით შესრულება  

გულებელყოფა:მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ბავშვის ფსიქო-სოციალური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა.საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა,საფრთხისგან დაუცველობადაბადების რეგისტრირების , სამედიცინო დახმარების და სხვა აუცილებელი ქმედებების განუხორციელებლობა 











თუ იცით ძალადობის შესახებ და თვალს ხუჭავთ, თქვენც ამ ამბის მონაწილე ხდებით... მოუყევით მომხდარის შესახებ უფროს ადამიანს, რომელსაც ენდობით,  ან დარეკეთ ბავშვთა დახმარების ხაზზე - 116111, ასევე, 1505 და 112. 






ტრეფიკინგი-უნებლიედ გაყიდული თავისუფლება

 

XXI საუკუნის დაუძლეველი პრობლემა, ლუკმა პურის ფასად გაყიდული ტავისუფლება, თანამედროვე მონობა-ეს ტრფიკინგია, ტერმინი ინგლისური სიტყვისაგანაა წარმომდგარი და ნიშნავს ადამიანებით ვაჭრობას, უფრო ხშირად სექსუალური დამონების, პროსტიტუციის ან იძულებითი შრომის მიზნით.
ტრეფიკინგის დანაშაული სხვადასხვა ეტაპს მოიცავს:
ტრეფიკინგის მსხვერპლთაგან უმეტესად არიან ქალები და ბავშვები, ტრეფიკერს ადამიანები (განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალები და ბავშვები) მოტყუებით
მიჰყავს სხვადასხვა ქვეყნებში ან ქვეყნის შიგნით რომელიმე რეგიონში და ყიდის მათ.
საქართველოშიც არსებობს თითქოს ოფიციალურა დდარეგისტრირებული და ლეგალური
სხვადასხვა დასახელების ორგანიზაციები, რომელტაც დასაქმების მიზნით თითქოს, ქვეყნიდან გაჰყავთ ადამიანები,კრიმინალური დაჯგუფებები ამგვარი თაღლითობით ახერხებენ
ადამიანთა ნდობის მოპოვებას, საამისოდ იყენებენ ნათესავებს, მეზობლებს, თანამშრომლებს,
ნაცნობ-მეგობრებს. შედეგად, მოტყუებულები არალეგალურ „მონურ“ პირობებში ხვდებიან, დამნაშავეები მოქმედებენ სხვადასხვა მეთოდებით: დოკუმენტების ჩამორთმევა, ფიზიკური და ფსიქიკური ძალდატანება, შანტაჟი, ამგვარად ცდილობენ მსხვერპლთა შრომა საკუთარი სარგებლისთვის გამოიყენეო. შრომა კი შეიძლება იყოს მძიმე, შავი სამუშაო ან პროსტიტუცია, ღირსების შემლახავი.


ტრეფიკინგისგან თავის დაღწევა რთულია,მაგრამ არა შეუძლებელი!
თუ თვლით, რომ ხართ ტრეფიკინგის მსხვერპლი, შეგიძლიათ 
ისარგებლოთ შემდეგი სახელმწიფო სერვისებით:  
 
 საქართველოში 2006 წლიდან ფუნქციონირებს ტრეფიკინგის მსხვერპლთა/
დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, რომელიც
  

მსხვერპლს/დაზარალებულს, მიუხედავად ასაკის, სქესისა და მოქალაქეობისა, სთავაზობს

უფასო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას, უფასო იურიდიულ კონსულტაციას და

სასამართლოში წარმომადგენლობას, ბათუმის ან/და თბილისის თავშესაფრებით

სარგებლობასა და ერთჯერად 1000-ლარიან კომპენსაციას. ამასთან ერთად, თავშესაფარში

შეიძლება განხორციელდეს მსხვერპლთა/დაზარალებულთა რეაბილიტაციის და

რეინტეგრაციის ღონისძიებები, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

თავშესაფარში მყოფი მსხვერპლების უსაფრთხოების დაცვა გარანტირებულია. დამატებით,

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მსხვერპლს უფლება აქვს მიმართოს

სამოქალაქო სარჩელით სასამართლოს და მოითხოვოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)

დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

 

 

 
გახსოვდეთ:

Ø  სამუშაოს ან/და სწავლის დაწყების დროს გადაამოწმეთ ფირმის (ან სააგენტოს)
საიმედოობა, რომელთან თანამშრომლობასაც აპირებთ. კერძოდ, რეგისტრირებულია თუ არა ეს ფირმა, ვინ არიან მისი დამფუძნებლები, რამდენი წელია რაც ფუნქციონირებს და ა.შ.
Ø  მოიპოვეთ მაქსიმალური ინფორმაცია დამსაქმებლის და უკვე განხორციელებული
დასაქმებების შესახებ. მოითხოვეთ კონტრაქტი, სადაც ყველაფერი თქვენთვის გასაგებ ენაზე იქნება დაწერილი. ხელის მოწერამდე კონტრაქტი გააცანით ის იურისტს.
Ø  ნურავის ანდობთ თქვენს პასპორტს! დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში სასურველია, დატოვოთ მხოლოდ ასლები.
Ø  საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დასჯადია ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა.
 


ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შემთხვევაში, დარეკეთ
შემდეგ ნომერზე:
v        112 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
  (+995 32) 2 411 714 - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი,       ტრეფიკინგისა
  და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ცხელი ხაზი;
 
v     (+995 32) 2 100 229 - ტრეფიკინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი.
v    ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და
დახმარების სახელმწიფო ფონდი: ტელ.: + (995 32) 2 39 53 50; atipfund@moh.gov.ge;
www.atipfund.gov.ge;
v  ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა.




No comments:

Post a Comment