ნაადრევი ქორწინება

                            ნაადრევი ქორწინების დაღი

ერთი შეხედვით სიტყვა ,,ქორწინებაში“ თითქოს არაფერია ცუდი.დიახ, ქორწინება  პოზიტიური სოციალური ურთიერთობაა, თუ იგი ყველა კანონის დაცვით ხდება, მაგრამ სულ სხვა საქმეა 18 წელს მიუღწეველის ქორწინება, ნაადრევს რომ უწოდებენ.

რადიკალურად შეცვლილი ყოფა , ახალი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები , რომლისთვისაც ჯერ არ  ხარ მზად, მოულოდნელად დაგატყდა თავზე თავისი სირთულეებით.შორს დარჩენილი ბავშვობის უდარდელი დღეები, შენ შეცდომებს მოგებებული მშობლების თბილღიმილნარევი დარიგება წარსულს რჩება. მოულოდნელი ,,ნახტომით“  გამოტოვე ცხოვრებასთან შესაჭიდებლად მოსამზადებელი ეტაპი და უცებ აღმოჩნდი შუაგულ ქარტეხილში, სადაც შეცდომები ძვირად ფასობს. აქ ბავშვი კი არა-ზრდასრული გქვია, გულუბრყვილობით ვეღარ შეინიღბები და ამიტომ ამ ყველაფერს რომ თავი გაართვა, შენს განათლებას, მომავალს და ზოგჯერ ფიზიკურ ჯანმრთელობასაც სწირავ მსხვერპლად.

ინგრევა ოცნებები, გავიწყდება მიზნები და ფრთამოტეხილი მიჰყვები ცხოვრების დინებას.





უარი თქვი ნაადრევ ქორწინებაზე!



განათლება უზრუნველყოფს სამომავლო მიზნების შესრულებას!


განათლება  და ღირსეული მომავალი შენი უფლებაა!


არ დათმო იგი!



ნუ წაართმევ საკუთარ თავს ბავშვობას!

No comments:

Post a Comment