ტოლერანტული სამყარო

 















XXI საუკუნეში, ყველას გვაქვს იმის საშუალებარომ განვვითარდეთ ნებისმიერი სახით, რაც ნამდვილად საჭიროა დღევანდელი სოციუმისთვის. Არსებობს ძალიან ბევრი რამ, რაც საზოგადოებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. ეს შეიძლება იყოს ძალადობა, ჩვენი უფლებების დარღვევა, ბულინგი და სხვა. Ამ პრობლემების აღმოფხვრას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების განვითარებისთვის.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ჩემი აზრით ყველაზე რეალური საშუალება ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, არის ტოლერანტობა. Ტოლერანტობა ნიშნავს არა მარტო განსხვავებული რელიგიის, ეროვნების, რასის, ქცევის ან ორიენტაციის მქონე ადამიანის პატივისცემას ან მის მიმართ შემწყნარებლობის გამოჩენას, არამედ მის დახმარებას, რომ შეუერთდეს სოციუმს და იყოს საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი. Ადამიანს ვერ ეტყვი ,, მერე რა რომ შავკანიანი ხარ, იარსებე, არაფერს მიშლიო”, ვერ იტყვი ,,მე ტოლერანტი ვარ, იმიტომ რომ ჩემგან განსხვავებული ადამიანები არ მეზიზღებაო”. ზიზღის უქონლობა და ატანა არ არის საკმარისი იმისთვის რომ ვიყოთ ტოლერანტები. Განსხვავებული ეროვნების, ქცევის, რასის ადამიანებიც ზუსტად ისე უნდა დავაფასოთ, როგორც ჩვენ მსგავს ადამიანებს ვაფასებთ. Ადამიანში მასთან ურთიერთობის დროს საერთოდ არ უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას იმ ფაქტორს, რაც მას ჩვენგან ასხვავებს. Აი, სწორედ მაგ დროს ვიქნებით ტოლერანტები.
Მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვალდებულია იყოს ტოლერანტული ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ხანდახან, ზოგ შემთხვევაში, რთულია გამოიჩინო ტოლერანტობა ადამიანის მიმართ. თუნდაც დღევანდელი დღე ავიღოთ, ბევრი სხვადასხვა ორიენტაციის ადამიანი არსებობს. Ხანდახან ისინი იმდენად განსხვავებულები არიან ჩვენგან და იმდენად განსხვავებილად აზროვნებენ, რომ ძალიან რთულია გაუგო ან იმეგობრო მათთან. Მიუხედავად ამისა, მოგვწონს თუ არა ის ადამიანი, ყოველთვის უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენი ვალდებულებაა მივიღოთ ის საზოგადოების წევრად, ვალდებულები ვართ დავაფასოთ ის და პატივი ვცეთ მას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ადამიანს.
გვინდა თუ არა, ადამიანთან ურთიერთობა, ეგ რა თქმა უნდა ჩვენი გადასაწყვეტია, მაგრამ მივიღოთ და აღვიქვათ მისი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრობა, ეს ჩვენი ვალდებულებაა.



განსხვავებულის პატივისცემა...

 გიყვარდეს   მოყვასი შენი...


 კაცობრიობის ცნობიერებაში ოდითგანვე ირეკლებოდა ტოლერანტული საფუძვლები, ჯერ კიდევ I საუკუნიდან მოგვიწოდებდნენ შეგვყვარებოდა ,,სხვა,“ როგორც საკუთარი თავი... დღესაც 21 საუკუნის შემდეგ კაცობრიობას კიდევ სჭირდება ახსნა, რომ სამყაროში მცხოვრებ 7,7 მილიარდ ადამიანში, შეუძლებელია განსხავევბულობის გარეშე არსებობა.

როგორ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ერთმანეთი მივიღოთ, ვაღიაროთ, თავიდან ავიცილოთ დამღუპველი კონფლიქტები და მრავალფეროვნება კაცობრიობის სამარედ  არ იქცეს?


ნუთუ ადვილია შეიყვარო, მიიღო და პატივი სცე იმას, რომელიც შენ საერთოდ არ გგავს,შენგან რადიკალურად განსხვავებულია ტრადიციებით, მრწამსით , რასით თუ ენით და უფრო მეტიც, მისი პრინციპები შეიძლება სრულიადაც ეწინააღმდეგებოდეს

 შენსას... სად არის გამოსავალი? უფრო სწორად, როგორ შევქმნა ტოლერანტული გარემო? პირველ რიგში განათლება და მხოლოდ  განათლება, ამას ემხრობოდა  ელენ კელერიც:


,,განათლების მაქსიმალური შედეგია ტოლერანტობა.“


დაანგრიე სტერეოტიპები, რომლებიც ჩარჩოებში აქცევენ შენ აზროვნებას


არ მიაწებო ,,იარლიყები“!




იყავი ღია და მიმღები მრავალფეროვნების !













გახსოვდეს!

საქართველო აერთიანებს მრავალფეროვნებას!!!








No comments:

Post a Comment